საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

30 ივლისი 2018 | გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში, შპს ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმის’’ 35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპულატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის გადადების შესახებ

      შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარმოდგენილი ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტებში,  35 კვ ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისა და ექსპულატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვები, რომლებიც უნდა გამართულიყო მიმდინარე წლის 30  ივლისს ზუგდიდისა და ხობის  მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ერთეულების შენობებში, გაიმართება:  

  • 2 აგვისტო 13:00 საათი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;
  • 2 აგვისტო 17:00 საათი - ხობის  მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაუგვიანეს 2018 წლის  3 აგვისტომდე,  მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ-გელოვანის გამზირი  N6; ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

სკოპინგის განცხადება

სკოპინგის ანგარიში

Shape Files

 

 

 

პარტნიორები