საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ

 

 

პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ მიზნად ისახავს:

 

კლიმატის ცვლილების  საფრთხეზე გლობალური რეაგირების გაძლიერებას მდგრადი განვითარების და სიღარიბის აღმოფხვრისკენ მიმართული ძალისხმევის კონტექსტში, რათა მოხდეს გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით და ტემპერატურის ზრდის 1.5 გრადუს ცელსიუსამდე შეზღუდვის მცდელობა.

 

ასევე კლიმატის ცვლილების უარყოფით შედეგებთან ადაპტაციის უნარის გაზრდას და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობის  და სათბურის გაზების დაბალემისიიანი განვითარების  უზრუნველყოფის ხელშეწყობასა და ამისთვის ფინანსური ნაკადების შესაბამისობის უზრუნველყოფას. 

 

პარიზის შეთანხმება მიღებულ იქნა 2015 წლის 12 დეკემბერს, ქ. პარიზში, საფრანგეთში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში. 

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, ხელშეკრულებას ხელი 2016 წლის 22 აპრილს, ქ.ნიუ-იორკში მოაწერა. 

 

 

 

პარიზის შეთანხმება კლიმატის ცვლილების შესახებ

 

PARIS AGREEMENT

 

პარიზის შეთანხმების ვიდეომასალა 

 

 

პარტნიორები