საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

1.1 სამინისტროს სტრუქტურა და ფუნქციები

 

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

გარემოს დაცვის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შედგებოდა 50-მდე კანონპროექტისაგან. ამ ცვლილებათა თანახმად, რეორგანიზაციის შემდეგ სამინისტრო ახორციელებს არა მხოლოდ გარემოს დაცვის სახელმწიფო მართვას, არამედ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვასაც (გარდა ნავთობისა და გაზისა). სამინისტროს ამჟამინდელი სახელწოდებაა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
 


სამინისტროს მმართველობის სფერო და ძირითადი ამოცანები
 

ა) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სახელმწიფო მართვა;
გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა და გაზისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
დ) გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება;
ე) საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური პროცესების, გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასებისა და გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ვ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება;
ზ) გარემოში რადიაციული ფონის მონიტორინგი;
თ) დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინირება და კონტროლი;
ი) ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგი;
კ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება;
ლ) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
მ) გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა;
ნ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადება;
ო) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის მომზადება;
პ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემა;
ჟ) ეკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარება;
რ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემა;
ს) საქართველოს ტერიტორიაზე ოზონდამშლელ ნივთიერებათა მონიტორინგი;
ტ) კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების ორგანიზება;
უ) ნარჩენების მართვის ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება;
ფ) ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება, განხორციელების კოორდინაცია და საქართველოს მთავრობისათვის მისი განხორციელების შესახებ ანგარიშის წარდგენა;
ქ) კომპეტენციის ფარგლებში, ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეებისა და რისკების პროგნოზირების, მათი შედეგების შერბილების ღონისძიებების დაგეგმვა და გარემოსდაცვითი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ერთიანი პოლიტიკის განხორციელება;
ღ) წინადადებათა შემუშავება საგანგებო ეკოლოგიური მდგომარეობის ან ეკოლოგიური უბედურების ზონების გამოცხადებისა და მათი გაუქმების შესახებ;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში, მიწის რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის უზრუნველყოფა, ნიადაგის ეროზიის წინააღმდეგ ზომების მიღება, ნაყოფიერების აღდგენისა და შენარჩუნების ღონისძიებების განხორციელება;
შ) საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის ერთიანი გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელება, პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ გარემოსდაცვით ვალდებულებათა შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი;
ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფოს სახელით ურთიერთობა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო გარემოსდაცვითი ხელშეკრულებებისა და საერთაშორისო პროცესების სამდივნოებთან;
ც) კომპეტენციის ფარგლებში, ევროინტეგრაციის პროცესში მონაწილეობა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი გარემოსდაცვითი ვალდებულების შესრულება;
ძ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება, მიღება (გამოცემა);
წ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანათა შესრულება.

 

სამინისტროს შემადგენლობაში შედის ექვსი საჯარო სამართლის იურიდიული პირი:

 

აგრეთვე, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.  

 

 

პარტნიორები