საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

5. ინფორმაცია ადმინისტრაციული ორგანოს დაფინანსებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ

 

 

 

მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისა და ქსელის ადმინისტრირების სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანები:

 

ა) სამინისტროს საქმიანობის უზრუნველსაყოფად სათანადო მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა და ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების მონიტორინგი;


ბ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სრულყოფის საკითხების შესწავლა და შესაბამისი წინადადებების წარდგენა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან;


გ) სასაქონლო-მატერიალური მარაგების მართვა;


დ) საწვავის ხარჯვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვის ბარათებისა და სამინისტროს სატელეფონო მომსახურებაზე კონტროლი, მინისტრის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით დამტკიცებული ლიმიტების შესაბამისად;


ე) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანების საწვავ-საპოხი და სათადარიგო ნაწილების, ასევე, ტექნიკური მომსახურებისთვის საჭირო დეფექტური აქტების მომზადება და გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების კონტროლი;


ვ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის კომუნალურ-სამეურნეო მომსახურების ორგანიზაცია;


ზ) სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთების კოორდინაცია და ზედამხედველობა;


თ) შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა, ინვენტარის და ტექნიკური საშუალებების პერიოდულად განახლება;


ი) სახელმწიფო შესყიდვის გეგმის შედგენის მიზნით, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მოთხოვნის საფუძველზე, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის მოთხოვნების განსაზღვრა სავარაუდო მოცულობებისა და მიღებულ მონაცემების წარდგენა შესყიდვების სამმართველოსთვის;


კ) სამინისტროს მიერ შესყიდული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მონიტორინგის უზრუნველყოფა;


ლ) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა;


მ) ინფორმაციული ტექნოლოგიების და კომუნიკაციების საშუალებით სამინისტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;


ნ) სამინისტროს კომპიუტერული ქსელების და მონაცემთა ბაზების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ადმინისტრირება;


ო) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს მფლობელობაში და სარგებლობაში არსებული კომპიუტერული ტექნიკის და ტექნოლოგიების რეგისტრაცია-აღრიცხვა, ოპტიმალური განაწილება, მონიტორინგი და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველყოფა;


პ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებების მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება; 


ჟ) დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება.

 

 

 

 

 

პარტნიორები