საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

4. ინფორმაცია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების და სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ

 

სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანები:

 

 

ა) სახელმწიფო შესყიდვების წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმების შედგენის ორგანიზება და შესყიდვების ერთიან ელექტრონული სისტემის ePLAN მოდულში დარეგისტრირება;

 

ბ) წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;

 

გ) გამარტივებული შესყიდვების შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის SMP მოდულში გამარტივებული შესყიდვების შესახებ მომართვის წარდგენის საშუალებით;

 

დ) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და საჭიროების შემთხვევაში მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;

 

ე) ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ანგარიშების საჯარო სამართლის იურიდიული პირის   სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის საჭიროების შემთხვევაში  წარდგენა;

 

ვ) დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება.

 

 

 

 

პარტნიორები