ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამმართველოს საქმიანობის სფერო და ამოცანები:
ა) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის დაგეგმვა, თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად ადამიანური რესურსების მართვის ოპტიმიზაციის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
ბ) სამინისტროს სისტემის ადამიანური რესურსების სამსახურების მუშაობის მეთოდური ხელმძღვანელობა და კოორდინაცია;
გ) სამინისტროს მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, წარმოება, მონაცემთა ბაზის შექმნა და სისტემატიზაცია;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, დადგენილი წესის შესაბამისად, სამინისტროს მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვანის), გათავისუფლების, დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების, წახალისების, შვებულებისა და მივლინების შესახებ ბრძანებების პროექტების მომზადება;
ე) წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების/ინდიკატორების შესაბამისად თანამშრომელთა შეფასების, მოტივაციის და ანგარიშგების სისტემების შემუშავება, დანერგვა, პერიოდული განახლება;
ვ) სამუშაოს აღწერილობების შემუშავება, ანალიზი, პერიოდული განახლება;
ზ) ადამიანური რესურსების პროფესიული განვითარების გეგმის საფუძველზე, პროგრამების შედგენა, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასთან და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავება, ინიცირება და ორგანიზება. ამ მიზნებისათვის საჭირო ფინანსური რესურსის განსაზღვრა;
თ) თანამშრომელთა შიდა როტაციის, დაქირავების ციკლის დინამიკის შესახებ მონაცემების სისტემატიზაცია, პერიოდული ანალიზი, შეფასება:
ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
კ) სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფა;
ლ) სამინისტროს შინაგანაწესის შემუშავება და კომპეტენციის ფარგლებში მის შესრულებაზე კონტროლი;
მ) დადგენილი წესით, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა რეორგანიზაცია- შემცირების ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
ნ) საჯარო მოსამსახურეებზე და სტაჟიორებზე შრომითი საქმიანობისა და სახელფასო ანაზღაურების შესახებ ცნობების გაცემა;
ო) კვარტალში ერთხელ, საჯარო სამსახურის ბიუროსათვის სამინისტროს სისტემის სტრუქტურისა და თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
პ) კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე სხვადასხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებების, აგრეთვე მოქალაქეთა განცხადებების და წერილების დადგენილი წესით განხილვა და მათზე რეაგირება;
ჟ) საჯარო მოსამსახურეთა ქონებრივი დეკლარაციის ჩაბარების ორგანიზაციული საკითხების მოგვარება;
რ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოწმობის გაცემისა და აღრიცხვის უზრუნველყოფა;
ს) სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების ან თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ასლის საჯარო სამსახურის ბიუროსათვის დროულად გადაცემის უზრუნველყოფა;
ტ) მომსახურე ბანკსა და სადაზღვევო კომპანიაში სამინისტროდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა შესახებ ინფორმაციის დროული გაგზავნის უზრუნველყოფა;
უ) შიდა ორგანიზაციული კულტურის ასამაღლებლად კონკრეტული რეკომენდაციების და ინიციატივების მომზადება, ამ მიზნით ახალი თანამშრომლებისთვის საორიენტაციო სქემების შედგენა;
ფ) სამინისტროში ოფიციალურად შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, აღრიცხვა და სისტემატიზაცია;
ქ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ღ) დადგენილი წესის შესაბამისად, საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა, დამუშავება და არქივისათვის გადაცემა;
ყ) სამინისტროს არქივის მუშაობის ორგანიზება;
შ) დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების განხორციელება.