Warning: mysql_num_rows() expects parameter 1 to be resource, boolean given in /var/www/moe.gov.ge/html/includes/database.class.php on line 82 „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის განსაზღვრისათვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ნიმუშის აღების მეთოდების შესახებ“ საჯარო განხილვა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

04 ივლისი 2018 | „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის განსაზღვრისათვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ნიმუშის აღების მეთოდების შესახებ“ საჯარო განხილვა

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) მე-4 თავის - „სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების“ ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტს - ტექნიკური რეგლამენტი - „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის განსაზღვრისათვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ნიმუშის აღების მეთოდების შესახებ“.

 

პროექტი შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის და COMMISSION DIRECTIVE 2002/63/EC of 11 July 2002 establishingCommunity methods of sampling for the official control of pesticide residues in and on products of plant and animal origin and repealing Directive 79/700/EEC და ასევე RECOMMENDED METHODS OF SAMPLING FOR THE DETERMINATION OF PESTICIDE RESIDUES FOR COMPLIANCE WITH MRLS CAC/GL 33-1999 CONTENTS-ით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.

 

პროექტი წარმოდგენილია საჯარო განხილვისთვის. გთხოვთ თქვენი მოსაზრებები წარმოადგინოთ მიმდინარე წლის 25 ივლისამდე

 

საკონტაქტო პირი: ქეთევან ლაფერაშვილი.   ketevan.laperashvili@mea.gov.ge

 

 

ტექნიკური რეგლამენტი - „მცენარეული და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებ(ზე)ში პესტიციდების ნარჩენების მაქსიმალური დონის განსაზღვრისათვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ნიმუშის აღების მეთოდების შესახებ“

 

 

პარტნიორები